კახი კალაძე მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ისევ არაფერს ამბობს. თბილისის მერი იმეორებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო მისი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად არის, პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც წუთიერი დუმილით დაიწყო.
კალაძე გამოეხმაურა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებულ ერთ-ერთი მოზარდთან და მებაღე დევი მეზურნიშვილთან შეხვედრას, ვინც დაშავებული ბავშვები პარკის შადრევნიდან გამოიყვანა. თქვა, რომ მისი როგორც მერის, ასევე “როგორც ადამიანის, კაცის ვალია”, მოინახულოს ყველა ადამიანი „ვისი მადლიერიცაა და ვინც ვაკის პარკის ტრაგედიით დაზარალდა”. მერი აცხადებს, რომ შეხვდება და მადლობას გადაუხდის ყველას, ვინც ბავშვების სიცოცხლე გადაარჩინა.