17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება.ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და საქართველოს ტერიტორიების დაცვისთვის მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველას ვალია, დააფასოს ვეტერანების ღვაწლი, რადგან მათ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს, რაც ადამიანს გააჩნია – საკუთარი სიცოცხლე. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლება, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული ვეტერანების ღვაწლი.