გამოკითხვების სერია გრძელდება – რა გახდა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი | 17.10.2022

რა გახდა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი – გამოკითხვების სერია გრძელდება.  ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოში გამოძიების კითხვებს მესამედ უპასუხა “გრინსერვის პლუსის” დირექტორმა. ლაშა ფურცხვანიძეს გამოკითხვის დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრა, თუმცა  კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაკის პარკის შადრევანში 5 დღის წინ მომხდარი შემთხვევის მიზეზები მისთვის უცნობია. ფურცხვანიძე ამტკიცებს, რომ   შემოწმებითი სამუშაოები, როგორც შადრევანში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ასევე მისი დასრულების შემდეგაც ჩატარდა.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის საქმეზე  საგამოძიებო უწყებას უკვე გამოკითხული ჰყავს 100-ზე მეტი ადამიანი, თუმცა დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული  4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.