ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეების გადახედვას და მათ გათავისუფლებასმოითხოვენ, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ეხმაურება.
„ევროპის საბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა – სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს. ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მიმაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ვნებს მეტი შინაგანი კონფრონტაცია და პირიქით, სჭირდება კონსოლიდაცია და საერთო ენის გამონახვა“,– წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.