გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქი დეკემბერში გადადგომას აპირებს მორიგ ტყუილს და ფანტაზიას უწოდებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ილია მეორეს გადადგომის შესახებ ნათქვამი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა თარიღებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, თუ რა მიზეზით აპირებდა პატრიარქი გადადგომას, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ ეს შესაძლოა მისი ასაკიდან ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ყოფილიყო. მისივე თქმით, პატრიარქის გადადგომას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მღვდელმთავრები, შესაბამისად საპატრიარქოში ილია მეორის გადადგომის საკითხი არ განიხილება.