აიღებს თუ არა დედაქალაქის მერი პასუხისმგებლობას ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე – ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა კახა კალაძის დუმილი დანაშაულია. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ დამნაშავე სწორედ თბილისის მერია, რადგან ახლადრეაბილიტირებული შადრევანი მერიამ ჩაიბარა და საზეიმოდაც გახსნა.
თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განმარტებით, ვაკის პარკში მდებარე შადრევნის რეაბილიტაციის პროცესი აგვისტოში დასრულდა და მას შემდეგ სისტემის ტესტირება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას ყოველთვის უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ითხოვს.