ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება – იენს სტოლტენბერგი და ლოიდ ოსტინი | 13.10.2022

“ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივნმა ამერიკის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღეს, ბრუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეა. განხილვის მთავარი თემა კვლავ რუსული აგრესია, საფრთხეებისგან თავის დაცვა და უკრაინის დახმარებაა. იენს სტოლტენბერგი და ლოიდ ოსტინი გამოთქვამენ მზაობას, გაიზარდოს უკრაინის დახმარება რუსული აგრესიის პირობებში. მათი თქმით, ისინი უკრაინის მხარდაჭრას გააგრძელებენ იქამდე, სანამ ომში მყოფ ქვეყანას ეს დასჭირდება.