გამოძიება უკვე დაწყებულია, მოხდება უმკაცრესი რეაგირება – ღარიბაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე | 13.10.2022

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება,” – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.