წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ინფორმაციით, გვიან ღამით ავტომობილი დაუწვეს. მერის თქმით, იმის გამო, რომ წალენჯიხა ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტია, რომელიც რეფორმებს ახორციელებს და ანტიკორუფციულ სქემებს შიფრავს, სისტემიდან გამორჩეული გახდა და ამან ვიღაცა ძალიან გააღიზიანა. ხარჩილავას განცხადებით, მანქანა 100%-ით გამართული იყო და ამიტომ ის თვითაალებას გამორიცხავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დამწვარი მანქანის ნაწილები ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.