“ვლადიმირ პუტინი “რაციონალური მოთამაშეა”, რომელმაც ცუდად გათვალა თავისი შესაძლებლობები უკრაინაში შეჭრისას” – ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, კრემლის ლიდერს არასწორად სჯეროდა რომ უკრაინელები რუსეთის შეჭრას დაემორჩილებოდნენ. ბაიდენი ამბობს რომ პუტინი შეცდა როცა ეგონა, რომ უკრაინელები ხელგაშლილი შეხვდებოდნენ. რაც შეეხება რუსეთის მუქარას ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ, ბაიდენს მიაჩნია რომ პუტინი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს არ გამოიყენებს და ამბობს რომ მის მუქარებს დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს.
“ვფიქრობ, რომ ის რაციონალური მოთამაშეა, რომელმაც საგრძნობლად არასწორად გათვალა. პუტინს ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ. რომ კიევი იყო “დედა რუსეთის” სახლი, სადაც მიიღებდნენ. მან უბრალოდ არასწორად გათვალა. არ მგონია, რომ პუტინი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს გამოიყენებს. უპასუხისმგებლოა მისი მხრიდან ამაზე საუბარი, მისი მოქმედებები კი სისასტიკეა. ვფიქრობ, მან ჩაიდინა სამხედრო დანაშაულებები და ვერ ვხედავ მასთან შეხვედრის აზრს. არ შეიძლება, დაუსჯელად განაგრძოს საუბარი ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე. შეცდომები დაშვებულია და არასწორი გათვლა შეიძლება, მოხდეს. არავის შეუძლია, დარწმუნებით იცოდეს რა მოხდება და შეიძლება, არმაგედონიც დასრულდეს. როგორი იქნება აშშ-ის პასუხი თუ პუტინი შეასრულებს ბირთვულ მუქარას? – იყო ამაზე საუბარი. მაგრამ არ ვაპირებ დეტალებში შესვლას. ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება იმაზე საუბარი, თუ რას გავაკეთებდი ან რას არ გავაკეთებდი,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.