ჩოგბურთელის დედა აცხადებს, რომ ყოფილმა რძალმა მის შვილს პროვოკაცია მოუწყო – ნეკა დოროყაშვილის საქმე | 11.10.2022

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.  სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა. ის დაზარალებულად ცნობილ ნეკა დოროყაშვილს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ნატალია ნაჭყებიამ ისაუბრა ნიუ იორკში მომხდარ ფაქტებზე. ჩოგბურთელის დედა აცხადებს, რომ ყოფილმა რძალმა მის შვილს  პროვოკაცია მოუწყო და არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.