“საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ეროვნული ინტერესის საკითხია და დროა ეს ყველამ შეიგნოს” | 11.10.2022

“არ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეორე მხარეს გადააბრალებს ევროინტეგრაციის გზაზე უშედეგობას და ამით გამარჯვებული იქნება” – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა  რუმინეთში კლაუს ვერნერ იოჰანსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.  როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ეროვნული ინტერესის საკითხია და დროა ეს ყველამ შეიგნოს.