ახლა ისეთი დროა გაერთიანების, როგორიც არასდროს ყოფილა – ნიკა გვარამიას სიტყვა სასამართლოზე | 11.10.2022

ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისას “მთავარი არხის” თანამშრომნლებს მადლობა გადაუხადა  და განაცხადა, რომ მთელი ცხოვრება მათ წინაშე  დავალებული იქნება. “მთავარი არხის” დამფუძნებელმა კრიტიკული მედიების პრობლემებზე და ხელისუფლების ღია ანტიდასავლურ კურსზე ისაუბრა. სასამართლო დარბაზიდან გვარამიამ საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა და აღნიშნა, რომ მედიების დაფინანსებაზე უარის თქმა ტელევიზიების დახურვას გამოიწვევს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.  მომდევნო პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 24 ოქტომბერს გაიმართება. პროცესზე მხარეები რეპლიკებით წარდგებიან, რომლის შემდეგაც მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავა.  თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს.

“მთავარი არხის” დამფუძნებლის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. სხდომათა დარბაზში საბოლოო სიტყვას ადვოკატები  ამბობენ.  პროცესს თავად ნიკა გვარამიაც ესწრება. უფლებადამცველების ინფორმაციით,  სასამართლომ განხილვა 24 ოქტომბერს უნდა დაასრულოს.