მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას- ზურაბიშვილი | 10.10.2022

საქართველოს პრეზიდენტი  რუსული  ძალების მიერ  დღეს დილით უკრაინის ქალაქებზე მასობრივი თავდასხმების ფაქტს ეხმაურება.

“შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.