მიხეილ სააკაშვილი კვლავ ხელისუფლების პასუხის მოლოდინშია | 10.10.2022

გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ – ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კვლავ ხელისუფლების პასუხის მოლოდინშია. გადაწყვეტილებას ელოდებიან ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და ოპოზიციის წევრებიც. მათი თქმით, დრო ცოტაა, რადგან ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

პარალალერად, ცნობილი ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ცალკეული ექსპერტიზის პასუხები უკვე ცნობილია და ამ ეტაპზე არავის ბრალეულობა გამოვლენილი არ არის.  „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ  საქმეზე ადვოკატების ინიციატივით დამატებით რამდენიმე ექსპერტიზაცაა დანიშნული და გამოძიება გრძელდება.