დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა | 10.10.2022

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა. პროექტი “ქართული ოცნების” დეპუტატების მეირ არის მომზადებული და დოკუმენტს  უკრაინის კანონი  უდევს საფუძვლად. კანონს მხარი ოპოზიცონერმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს.

“ქართული ოცნების” მეირ მომზადებულ  პროექტში განსაზღვრულია ის პუნქტები, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქად, ასევე კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად ცნობილ პირს, რომლის შესახებ მონაცემებიც შესაბამის რეესტრში შევა, გარკვეული ფინანსური აქტივობები ეზღუდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა. ქართული ოცნება” ოლიგარქად ბიძინა  ივანიშვილს არ განიხილავს, მაგრამ  რეესტრის შავ სიაში აანონსებენ  იმ ადამიანების მოხვედრას, რომლებიც  პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობენ და გავლენა აქვთ მედიაზე.  ერთ-ერთი ასეთი ფიგურა მმართველი გუნდის შეფასებით, წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი დავით კეზერაშვილია.

ოპოზიციის დიდი  ნაწილისთვის  “ქართული ოცნების” მიერ უკრაინული კანონის პირდაპირ თარგმნა და ქართულ რეალობასთან მორგების მცდელობა  მიუღებელია. მიიჩნევენ, რომ უკრაინული კანონი საქართველოს კონტექსტს არ ითვალისწინებს და ის, შესაძლოა, ოპოზიციის წინააღმდეგ რესპერისებისთვის იყოს გამოყენებული. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან რომ ამ კანონის შემოღება ოლიგარქიზაციის პრობლემას ვერ გადაჭრის. ხელისუფლების ოპონენტები იმაშიც დარწმუნებულები არიან რომ ამ კანონის ასეთი სახით მიღება საქართველოს ევროპული მომავლისგან კიდევ უფრო დააშორებს.