აფეთქების ავტორები, შემსრულებლები და დამკვეთები უკრაინის სპეცსამსახურები არიან პუტინი | 10.10.2022

რუსეთი ამტკიცებს, რომ ასაფეთქებლით  დატვირთული მაქანა, რომლითაც ყირიმის ხიდი ააფეთქეს, მანამდე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.  ინფორმაცია ამის შესახებ  ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტირკინმა მიაწოდა. მან პუტინს მოახსენა, რომ “ტერაქტის“ მზადებაში უკრაინის სპეცსამსახურებს რუსეთის მოქალაქეებიც ეხმარებოდნენ უცხოეთის ქვეყნებიდან.  ბასტირკინმა პუტინისთვის ანგარიშის ჩაბარებისას ასაფეთქებლით დატვირთული მანქანის უცნაური  მარშრუტი დაასახელა. ალექსანდრ ბასტრიკინის ვარაუდით, სპეციალური  მანქანა რუსეთში ბულგარეთი, სომხერთი, საქართველოს გავლით შევიდა. ბასტირკინმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა.

“ჩვენ უკვე დავადგინეთ სატვირთო ავტომანქანის მოძრაობის მარშრუტი,  რომელიც ხიდზე აფეთქდა: ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარის მხარე. გარდა ამისა, დადგენილია გადამყვანები პირები, რომლებიც ამ ავტობუსის მოძრაობას უწევდნენ ორგანიზებასფეესბეს ოპერატიული თანამშრომლების მიერ მოხერხდა ეჭვმიტანილების დადგენა მათ შორის, ვისაც შეეძლო ტერაქტი მოემზადებინა, და იმ ადამიანებისა, ვინც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედებენ,” – განაცხადა ალექსანდრ ბასტირკინმა.

მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა თავად რუსეთის პრეზიდენტმაც. პუტინის თქმით, ხიდის აფეთქების ავტორები, შემკვეთები და შემსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები არიან.

ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება, გამთენიისას, 8 ოქტომბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, რომელიც ხიდზე ანექსირებული ყირიმის მიმართულებით მოძრაობდა.  ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც. ხიდის აფეთქებაში ანექსირებული ყირიმის ხელისუფლება უკრაინას ადანაშაულებს. ე.წ. პარლამენტის ხელმძღვანელი, ვლადიმირ კონსტანტინოვი ამბობს, რომ გზა “უკრაინელმა ვანდალებმა” დააზიანეს.  ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას  ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ.