“უნდა დავიცვათ ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირში და ჰყავთ ძალიან დამაშინებელი მეზობელი” | 07.10.2022

პრაღაში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. მსოფლიო ლიდერები  უკრაინის დახმარებისა და ევროპაში ენერგეტიული კრიზისის დაძლევის გზების საკითხებზე მსჯელობენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, მათ ასევე უნდა დაიცვან ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, რომლებიც შეუერთდნენ სანქციებს და რომლებსაც ჰყავთ „ძალიან, ძალიან დამაშინებელი მეზობელი“.

ვროკავშირის ლიდერები განიხილავენ, თუ როგორ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური კუთხით.

პრაღის ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე  სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენტ ილ­ჰამ ალი­ევს შო­რის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რას ასე­ვე და­ეს­წრნენ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი. სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ლი­დე­რე­ბი შეხ­ვდნენ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შელ­საც. შემდგომი სამიტი თვის ბოლოს გაიმართება.