რაზე ისაუბრეს სალომე ზურაბიშვილმა და აშშ-ს სახელწმიფო მდივნის მოადგილემ | 07.10.2022

უკრაინაში მიმდინარე ომი, რეგიონში არსებული პრობლემები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო განხილვის მთავარი თემები  სალომე ზურაბიშვილსა და ბონი ჯენკინს შორის გამართულ შეხვედრაზე .მხარეებმა განიხილეს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობა.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხებსაც. პრეზიდენთან საუბრისას აშშ-ს სახელწმიფო მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა პარტნიორი ქვეყნის სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და სრული მზაობა გამოთქვა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე.