ხმაური ხარაგაულში – „ოცნების“ წევრები ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ | 06.10.2022

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები  “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ. მიზეზი  ხაბეიშვილის პროტესტი გახდა,  რომელიც ხარაგაულში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით კიკნაძის ოჯახს სოციალური დახმარება დაუნიშნეს.  ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და “ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრები ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.