ჩვენ არ უნდა დავუთმოთ მათ, ვისაც სურს გარიგება უკრაინული მიწის სანაცვლოდ | 06.10.2022

ბრიტანეთის პრემიერი, ლიზ ტრასი თვლის, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება უკრაინული ტერიტორიების კომპრომისის ხარჯზე არ უნდა დაიდოს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, აცხადებს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ქვეყნის ტერიტორიის დათმობას არანაირი სამშვიდობო შეთანხმება არ უნდა ითვალისწინებდეს.

“უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ მათი უსაფრთხოებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში. პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსია მიმართულია დემოკრატიის დამხობისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევისკენ. ჩვენ არ უნდა დავუთმოთ მათ, ვისაც სურს გარიგება უკრაინული მიწის სანაცვლოდ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და უკრაინა გაიმარჯვებს,” –  განაცხადა ლიზ ტრასიმ.