უაღრესად შემაშფოთებელი იყო თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე, რაც ვიხილეთ – ბონი ჯენკინსი | 06.10.2022

“უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანზე ვიხილეთ” – ეს განცხადება მედიასთან საქართველოში ოფიციალური  ვიზიტით მყოფმა ბონი ჯენკინსმა გააკეთა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას  მთავარი ყურადღება იმ ანტიდასავლურ კამპანიაზე და აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებზე გაამახვილა.  ამერიკელი მაღალჩინოსანი შეშფოთებულია და ამბობს, რომ ეს ყველაფერი  იმ დეზინფორმაიული კამპანიის  ნაწილია, რომელიც „ერთი კაცის“ მიერ ევროპაში შექმნილი კრიზისის დაფარვას ემსახურება.

“შეხვედრების განმავლობაში მე მოუთმენლად ველი, რომ გავაჟღერო ძლიერი მხარდაჭერის გზავნილი ვაშინგტონიდან იმ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ახორციელებს საქართველოში იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს და წინ წაწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და ასევე საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მზაობისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხების გადასაჭრელად. თუმცა ეს ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე, რაც ვიხილეთ. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისა და დამალვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნაკრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა! ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის დააფასებს და მხარს დაუჭერს უკრაინას მის საერთაშირისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც ჩვენ ვუჭერთ მხარს და ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს ჩვენ ყველა უნდა ვიდგეთ ერთად უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რადგანაც ისინი იბრძვიან თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის” –  განაცხადა ბონი ჯენკინსმა.