პოლიტიკური განცხადებები სესიაზე და “ოცნებისა” და ოპოზიციის ურთიერთბრალდებები | 04.10.2022

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ საპარალმენტო ტრიბუნა კვლავ “ნაციონალური მოძრაობის კრიტიკისთვის გამოიყენა. ირაკლი კობახიძემ  ხელისუფლების 10-წლიანი საქმიანობა შეაჯამა . მმართველი გუნდის ლიდერმა, წინა ხელისუფლების დროს 2012 წლამდე არსებული პოლიტიკური და სოციალური ვითარება  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებს შეადარა.  კობახიძის სიტყვით გამოსვლას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ კობახიძემ არაფერი თქვა რეალურ პრობლემებზე რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.

“თავისუფლება მიშას”, “თავისუფლება ნიკას’’ – “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში დაპატიმრებული ექსპრეზიდენტის  ბანერი გაშალეს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრებმა ღარიბაშვილი-კობახიძის გუნდს და უთხრეს, რომ ვიდრე  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ციხეში არიან, დეპოლარიზაცია ვერ მოხდება.

პარლამენტში პოლიტიკური დებატები უკვე დასრულებულია. მიმდინარე კვირას კანონმდებელბი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. 6 ოქტომბერს საპარლამენტო ტრიბუნა მინისტრის საათის ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაეთმობა. ხოლო 7 ოქტრიმბერს  დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშს მოუსმენენ.