ნიკა გვარამია განაჩენის მოლოდინში – შეიცვლება თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება | 04.10.2022

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი  სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის  გადაწყვეტილების მოლოდინშია. მსჯავრდებული მედიამენეჯერის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა.  დღევანდელ  სასამართლო სხდომაზე  სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ნიკა გვარამიამ.  “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულის სკამიდან თქვა, რომ  “ქართულმა ოცნებამ” აჩვენა თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება. სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამიამ ბათუმის მე-7 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის ფოტო აჩვენა, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის დროშა ჩამოხსნა.

მორიგი სასამართლო სხდომა  24 ოქტომბერს გაიმართება. მხარეები სააპელაციო სასამართ₾ოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ  16 მაისს დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.  ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, კახა დამენიას კი მუხლი გადაუკვალიფიცირდა და 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. პროკურატურა “მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა. გვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. შეიცვლება თუ არა საქალაქო სასამართლოს განაჩენი- გადაწყვეტილება ახლა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ