პარტლამენტში ომბუდსმენის კანდიდატობაზე განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება. პროცედურის შესაბამისად, 9 წევრიანი კომისია, რომელიც უკვე დაკომპლექტებულია კანდიდატებს მოუსმენს და შეაფასებს. მოგვიანებით კანდიდატები საკომიტეტო ფორმატში წარსდგებიან, სადაც არჩევანს ფრაქციები და პოლიტიკური ძალები გააკეთებენ. კანდიდატების სრული სია დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ომბუდსმენის პოსტზე, 3 სავარაუდო კანდიდატი- გიორგი ბურჯანაძე, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა აბაშიძე არასამთავრობობო ორგანიზაციებმა უკვე წარადგინეს.
სახალხდო დამცველის პოსტზე წარდგენილი კანდიდატები ამბობენ, რომ ომბუდსმენის შერჩევის პროცედურები ევროკომისიის დოკუმენტით იმართება და კომისიამ და პოლიტიკურმა ჯგუფებმა, გადაწყვეტილება კანდიდატების კვალიფიციურობისა და მიუკერძოებლობის მიხედვით უნდა მიიღონ. მათი თქმით, პროცესის პოლიტიზირების მცდელობა, შეურაცხმყოფელი იქნება.
უცნობია, რამდენი პირი ეცდება სახალხო დამცევლის პოსტის დაკავებას, კანდიდატების ზუსტი რაოდენობა, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.ომბუდსმენის არჩევას პარლამენტში 90 ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრვალესობისა და საპარლამენტო ოპოზციის ნაწილი ერთ კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს.