დაკეტეთ საზღვარი!- სამოქალაქო საზოგადიოებამ რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება გააპროტესტა | 29.09.2022

“დაკეტეთ საზღვარი” – ამ სახელწოდებით აქცია გაიმართა იუსტიციის სახლთან. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ლარსის გამშვები პუნქტიდან რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება გააპროტესტეს. მათი თქმით, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების უკონტროლო შემოდინება ქვეყნისთის საფრთხის შემცველია. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საქართელოს ხელისუფლებას ჩაკეტოს ლარსის საზღვარი და ქვეყანაში მხოლოდ ეთნიკურად ქართველები შემოუშვან.  მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობით, „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს და   სავიზო რეჟიმის გამკაცრება მოითხოვეს.