საზღვრის მიღმა, რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაში დახმარება უკვე ერთგვარ ბიზნესად იქცა. ამ ტიპის გარიგებების შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება. რუსეთის ფეესბეს თანამშრომლებმა ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ათამდე ადამიანი დააკავეს. მათ შორის, პოლიციის თანამშრომლები, ავტოინსპექტორები, და ტაქსისტები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებთან შეთანხმებებს დებდნენ, ქრთამის აღების სანაცვლოდ მათ ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტისკენ მოქალაქეები გადაყავდათ. რუსული მედიის ინფორმაციით ერთი კვირის მანძილზე პოლიციელები ვლადიკავკაზიდან ზემო ლარსის პუნქტამდე ჩაყვანაში რუსეთის მოქალაქეებისგან ქრთამის სახით 10–30 ათას რუბლს იღებდნენ, ადგილობრივი ტაქსისტები კი საგზაო პოლიციის ინსპექტორებთან შეთანხმებით საქართველოს საზღვრამდე ადგილებს 50–100 ათას რუბლად ყიდდნენ.
რუსეთის მოქალაქეები საქართველოს საზღვრის გადმოსაკვეთად გრძელ რიგში დგომას განაგრძობენ. საზღვამდე მოსასვლელად კილომეტრიან საცობში მათ რამდენიმე დღის განმავლოაბში უწევთ დგომა. ამის გამო მათ ჰუმანიტარული პრობლემები შეექმნათ. ამბობენ, რომ მათ არ აქვთ საკვები და წყალი, არც ბენზინი. მათი ყიდვა კი თითქმის შეუძლებელია. საზღავრთან გამოჩნდნენ მოხალისეებიც რომლებიც გაჭირვებულებს ეხმარებიან. მიუხედავად არსებული პრობლემებისა მოქალაქეები რუსეთში დაბრუნებას არ აპირებენ. აღმოჩნდნენ ისეთებიც რომლებსაც არც საქართევლო იღებს. ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებიდან 500-ზე მეტი მოქალაქეა, რომლებსაც საქართველომ შემოშვებაზე უარი უთხრა.
ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან რუსეთის მხრიდან მივიდა შავი მიკროავტობუსი წარწერით სახმედრო კომისარიატი. რუსეთის ტერიტორიაზე სამართალდამცველები, საქართველოში გადმოსვლის მსურველებს შორის მიბილიზაციას დაქვემდებარებულ პირებს ეძებენ და უკან აბრუნებენ. ასეთი პირები მათ ნეიტრალური ზონიდანაც კი მიჰყავთ. ქვეყნის დატოვების მსურველი რუსეთის მოქალაქეები, უწყებას პირდაპირ საზღავრთან მიიღებენ – ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის და მთავრობის პრესსამსახურები ავრცელებენ. სამხედრო მობილიზაცია, რუსეთში მცხოვრებ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც შეეხებათ— მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება საქართველო/რუსეთის ორმაგი მოქალაქეებისთვის, რომლებიც შესაძლოა, რუსეთში სამხედრო გაწვევას დაექვემდებარონ.
ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, გაწვევას ექვემდებარება ის, ვინც რეზერვში იმყოფება და აქვს შესაბამისი სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვრებზე სასაზღვრო პუნქტებს მეზობელ ქვეყნებში გასასვლელად ათობით ათასი ადამიანი მიადგა. საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გარდა, საცობებია ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვრებზე. რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში ზემო ლარსის გავლით შემომსვლელთა რიცხვი გაზრდილია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. 26 სექტემბრის მონაცემებით ბოლო ათი დღის განმავლოაბში საქართევლოშ 80 ათასამდე რუსეთის მოქალაქეა შემოსული.