სატრანსპორტო კოლაფსის ფონზე კალაძე ირწმუნება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი | 28.09.2022

თბილისში არსებულ სატრანსპორტო კოლაფსის ფონზე, დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი და კომფორტული. კახა კალაძე ამბობს, რომ სადგურის მოედანზე გვირაბის გაგანიერებაზე მუშაობას დაიწყებენ.  მერმა  მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მეტროს მგზავრის აყვანის კუთხით პრობლემა არ აქვს. კალაძემ თქვა ისიც, რომ  წლების წინ ქალაქს გაუმართავი ავტობუსები ემსახურებოდა, რომელიც რეფორმის შედეგად, ახალი, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლდა. დედაქალაქის მერი არ უარყოფს, რომ თბილისში გადაადგილებასთან და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გამოწვევები არსებობს, თუმცა, ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს,  აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.