სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. გმირთამემორიალი გვირგვინით შეამკეს უმრავლესობის წარმომადგენლებმაც. მათი თქმით, ის სამშვიდობო პოლიტიკა რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, შედეგს მალე გამოიღებს და ქვეყნის გაერთიანებას შეძლებენ.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. 1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით დასრულდა.
აფხაზურ რუსულმა ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა. სოხუმის მერი გურამ გაბისკირია,ასევე მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი, რომლებმაც ქალაქი არ დატოვეს და რომლებიც დახვრიტეს. სამხედრო დაპირისპირებას ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.