პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ნინო წულაძემ სანდრო ეულის ქუჩაზე უკანონო მშენებლობით დაზარალებულ მოსახლეობასთან ერთად თბილისის საკრებულოში ბრიფინგი გამართა. დეპუტატმა მოსახლეობასთან ერთად საკრებულოს ურბანულ კომისიას მოსთხოვა შეჩერება სამშენებლო ნებართვის. მისი თქმით, აუცილებელია მოხდეს ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა. დეპუტატის განმარტებით, სანდრო ეულის 7ა ნომერში შპს “გრინ ლენდი” სამშენებლო სამუშაოებს კანონის დარღვევით ახორციელებს.