ბოლო რამდნეიმე თვეა, დედაქალაქში მოძრაობა პარალიზებულია. საცობებია ფაქტობრივად ყველა ქუჩაზე და დღის ნებისმიერ მონაკვეთში. სატრანსპორტო კოლაფსმა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები შეუქმნა. ამბობენ, რომ მანქანების დიდი რაოდენობის გამო, საცობში დგომა საათობით უწევთ. დანიშნულების ადგილას კი დროულად ვერ მიდიან.