“ჩემო მურუს, ახლა შენ ამას თუ გინდა, მუქარა დაარქვი, მე მხილებას ვეძახი” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, მორიგ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ მისი დახმარებით ლევან მურუსიძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ კახეთში, დედოფლისწყაროში, 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი შეიძინეს, რომელიც “სანდრო პირზეა” გაფორმებული. გოგაშვილის განცხადებით, მიწის დასამუშავებლად, მოსავალის ასაღებად თანხას მისი დაცვის წევრის საშუალებით აგზავნიდნენ.გოგაშვილი ამბობს, რომ მოსამართლე ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან იგზავნებოდა ოპერატიული მასალა მოსამართლეების შესახებ. გოგაშვილის მტკიცებით, “ინტერესის სფერო არ იყო მხოლოდ საარჩევნო დავები”, მოსამართლეებს ყველა დავალება უნდა შეესრულებეინათ, რაც პარტიიდან მოდიოდა.
“ლევან მურუსიძეს გავიცანი სახალხო პარტიის ვაკის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, თუმცა მას შემდეგ ურთიერთობა არ გვქონია. ურთიერთობა აღდგა მას შემდეგ, რაც ჩინჩალაძე და მურუსიძე გარიგდნენ ივანიშვილთან. ჩინჩალაძის მოთხოვნით კოორდინაცია დამყარდა სუსთან და მთავარი საკონტაქტო პირები ოცნების სასარგებლოდ დავების გადაწყვეტის ნაწილში ვიყავით მე და მურუსიძე. ინტერესის სფერო არ იყო მხოლოდ საარჩევნო დავები, რა თქმა უნდა ნებისმიერი შეკვეთა, რაც პარტიიდან მოდიოდა უნდა შეესრულებინათ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სამსახურიდან ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან იგზავნებოდა ოპერატიული მასალაც მოსამართლეების შესახებ. ჩვენი შეხვედრები იმართებოდა ჩემს საცხოვრებელ სახლში, დიღომში სასამართლოსთან და ასევე იუსტიციის საბჭოსთან.ასევე, ჩინჩალაძესა და მურუსიძეს კახეთში, კერძოდ დედოფლის წყაროში აქვთ 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, რომელიც შეიძინეს ჩემი დახმარებით 2016 წელს. ნაკვეთები გაფორმებულია მათ სანდო პირზე, ხოლო ამ მიწის მოვლაში მათ სჭირდებოდათ მცოდნე ადამიანი, ვისი მოძებნაც მე მთხოვეს. მე ეს ადამიანი მათ დავაკავშირე. 2016 წლიდან ჩემს დაკავებამდე ისინი ჩემი დაცვის წევრის საშუალებით იყვნენ კავშირზე, იღებდნენ ინფორმაციას ჩემგან, თავის მხრიდან მიგზავნიდნენ მეც მოსამართლეების შესახებ, ვისი კონტროლიც აინტერესებდათ. ჩემი დაცვის წევრის საშუალებით აგზავნიდნენ მიწის დამუშავების თანხას. ეს თანხა ხან მურუსიძეს ნუცუბიძეზე მოჰქონდა ჩემს სახლში.
ჩემი დაკავების შემდეგ სამხარაძესა და მურუსიძეს შორის შედგა შეხვედრა, რა დროსაც მან სამხარაძეს უთხრა, რომ ის და ჩინჩალაძე ყველაფერს ეცდებოდნენ, რომ ჩემი საქმე დაელაგებინათ, მე პასუხი დაგვიანებით, მაგრამ გავუგზავნე სამხარაძის საშუალებით, რომ მე ვაპირებდი ბინძური სისტემის მხილებას, ვისაუბრებდი სასამართლოზეც და მათ გადამალულ ქონებებზეც.ჩემო მურუს, ეხლა შენ ამას თუ გინდა მუქარა დაარქვი, მე ამას მხილებას ვეძახი,” – სოსო გოგაშვილის განცხადება.