დიდი ბრიტანეთი დედოფალს გამოემშვიდობა. ლონდონსა და უინძორში ელისაბედ მეორის პანაშვიდისა და დაკრძალვის ცერემონიისთვის ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
დედოფლისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად ლონდონში ჩავიდნენ მსოფლიოს ლიდერები. მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველი ლედი, საფრანგეთის პრეზიდენტი, უკრაინის პრემიერი და პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა. ვესტმინსტერში იმყოფებოდა სალომე ზურაბიშვილიც.
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ი წერს, რომ ბრიტანეთში ამ მასშტაბის სამოქალაქო დაკრძალვის ღონისძიებები ბოლო 70 წლის განმავლობაში, მეფე ჯორჯ VI-ის დაკრძალვის მსვლელობის შემდეგ არ უნახავთ.