აპირებს თუ არა ოპოზიცია კოალიციის შექმნას | 19.09.2022

აპირებს თუ არა ოპოზიცია კოალიციის შექმნას – კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა თქვა, რომ პროევროპულმა პარტიებმა ძალები უნდა  გააერთიანონ და სიღრმისეულ თანამშრომლობაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია ოპოზიციური პარტიების პოზიციები. ამბობენ  მხოლოდ იმას, რომ ისინი დიდი ხანია სხვადასხვა პარტიებთან  თანამშრომლობენ, რადგან ერთობლივი ძალებით ქვეყანა კრიზისიდან დაიხსნან.