ეფ-ეს-ბე-ს შეფთან შეხვედრა სისხლის სამართლის დანაშაულია! ქვეყნის ღალატია! – ელენე ხოშტარია | 16.09.2022

“რუსეთის ეფ-ეს-ბე-ს შეფთან შეხვედრა სისხლის სამართლის დანაშაულია” – ელენე ხოშტარია ვახტანგ გომელაურის გუშინდელ განცხადებას პასუხობს, რომელიც საქართველო-რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლობასა და საიდუმლო შეხვედრებს ეხება. მინისტრმა გუშინ თქვა, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს და დანაშაული არაა. ხოშტარია კი აცხადებს, რომ სინამდვილეში ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელსაც მისი თქმით ოკუპაციის შესახებ კანონის მერვე მუხლიც ადასტურებს. “დროას” ლიდერს მიაჩნია რომ  ეს  ვახტანგ გომელაურის განცხადება სანქცირების საფუძველია. გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე და გამოგონილი უწოდა: სოსო გოგაშვილი ამტკიცებს რომ  გომელაური ეფ-ეს-ბე-ს დირექტორს, ალექსანდრ ბორტნიკოვს რამდენჯერმე შეხვდა. ასევე გომელაურმა მცხეთაში, საკუთარ რესტორანშიც უმასპინძლა ეფ-ეს-ბე-ს ორ გენერალს: სედოვს და ბესედას, რაც მინისტრმა გუშინ უარყო.