ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი? – დავა მმართვველ პარტიასა და ოპოზიციას შორის | 15.09.2022

საქართველოს პარლამენტი დღეიდან ომბუდსმენის კანდიდატთა შერჩევის პროცესს იწყებს. შესაბამისი ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარემ, უკვე გამოსცა. დოკუმენტში გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენი შეირჩევა. შალვა პაპუაშვილის ბრძანებით შეიქმნება სახალხო დამცველის კანდიდატების “შეფასების 9-კაციანი ჯგუფი” რომელმაც უნდა შეაფასოს თუ ვინ აკმაყოფილებს სახალხო დამცველისთვის საჭირო პირობებს. სახალხო დამცველის კანდიდატებს თავდაპირველად არასამთავრობო სექტორი შეაფასებს, შემდეგ კი პოლიტიკური პარტიები დაასახელებენ. შესაბამისად, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სპეკულაციებისთვის არანაირი სივრცე აღარ რჩება. “ქართული ოცნება” ირწმუნება, რომ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი გამჭვირვალე და ინკლუზიურია. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ISFED და “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ომბიდსმენის არჩევის პროცესიდან დაბლოკა.

დღედან 10 დღის ვადაში სახალხო დამცველის კანდიდატყების მსურველევბმა განაცხადი პარლამენტში უნდა წარასდგინონ. განცხადებები 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით მიიღება. ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტზე უფლებამოსილება დეკემბერში ეწურება, სწორედ ამ დრომდე აქვს ვადა პარლამენტს ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად.  ომბუდსმენს პარლამენტი ირჩევს და მას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.