პრეზიდენტის მიერ ვეტო დადებულ სადაო კანონპროექტს, ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, ხელი მოაწერა. შალვა პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განმარტა, რომ არც პრეზიდენტს და არც ვენეციის კომისიას კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნები არ ჰქონიათ. შეგახსნებთ, რომ კანონპოექტი მიღებას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ეწინააღმდეგებოდა. საწინააღმდეგო აზრი ქონდათ, საერთაშორსო პარტნიორებსაც, მათ შორის, ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოებს. ვენეციის კომისიამ კი გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც წერია, რომ კანონში შესატანი ცვლილებები ნაჩქარევადაა მიღებული და გადახედვას საჭიროებს. ცვლილებებით, გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები.