ირაკლი კობახიძის დაანონსებულ რეფორმა და ოპოზიციის შეფასებები | 13.09.2022

 სურს თუ არა მეგობარ უკრაინას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა – “ქართული ოცნება” გეგმავს, ეს კითხვა მოსახლეობას დაუსვას. შესაძლო პლებისციტზე დღეს მმართველი პარტიის თავჯდომარე ალაპარაკდა, რომელმაც უკრაინელი მაღალჩინოსნები, საქართველოს ომში ჩათრევის მცედელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძეს იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ჟუნრალისტებმა კითხვა  უკრაინის რადას დეპუტატის  ფიოდორ ვენისლავსკის განცხადებაზე დაუსვეს.  ვენისლავსკი თვლის, რომ  ქართველ ხალხს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულონ ხელისუფლებას   გადადგას  კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთის და ცხინვალის დეოკუპაციასთან დაკავშირებით.