ხმაური იყო დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც პარტია “ანა დოლიძე ხალხისთვის” აქცია პერფორმანსს მართავდა. აქციის მონაწილეებმა კანცელარიის შენობის ჯებირზე ბანერის განთავსება სცადეს, თუმცა პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ანა დოლიძის პარტია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებტან დაკავშირებით მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, მაშინ როდესაც აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ბიჭვინთის რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის საკითხს განიხილავს, საქართველოს მთავრობას არანაირი რეაგირება არ აქვს.