“ჩემს მეგობრებს საქართველოში” – ადამ კინზინგერი მიმართვა საქართველოს | 09.09.2022

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს მიმართავს და საკუთარ twitter-ის გვერდზე უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ვიდეოს ავრცელებს.

“ჩემს მეგობრებს საქართველოში. მე ვამაყობ, რომ კონგრესში საქართველოს ჯგუფის თავმჯდომარე ვარ. თუ თქვენი ქართული ლეგიონი არ შთაგაგონებთ რუსეთის გავლენის განდევნას მთავრობიდან და საზოგადოებიდან, არ ვიცი, სხვამ რამ შეიძლება შთაგაგონოთ. ვამაყობ ქართული ლეგიონით”აცხადებს ადამ კინზინგერი.