ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს აჩერებს | 09.09.2022

ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს აჩერებს. გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ დღეს დაამტკიცა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებზე ევროკავშირის სავიზო კოდექსის ზოგადი წესები გავრცელდება. გადაწყვეტილების თანახმად რუსეთის მოქალაქეებს სავიზო განაცხადის საფასური 35-დან 80 ევრომდე გაეზრდებათ, მოუწევთ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, ასევე იზრდება ვიზის განხილვის დროც. რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვები დაუწესეს პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნებაც. 19 სექტემბრიდან აგრესორი ქვეყნის მოქალაქეები შენგენის ვიზით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს. ურმას რეინსალუს თქმით ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში რუსეთის მოქალაქეები შენგენის ვიზით ვერ შევლენ, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაშია გაცემული ვიზა. საქმე ეხება ტურისტული, კულტურული, სპორტული და საქმიანი მიზნით მოგზაურობის მსურველ პირებს. 4 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში მოგზაურობა წარმოადგენს პრივილეგიას და არა ადამიანის უფლებას.