“იქნება ეს ოკუპანტი ქვეყნის აგენტი თუ აშშ-ის აგენტი, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ” | 08.09.2022

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატების მორიგი წერილი-  ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარი, მაჭარაშვილის “ხალხის ძალა”  საქართველოში მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ” წერს. მათი თქმით. აშშ-ს აგენტების უმეტესობა  დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სხვა “რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებშია გადანაწილებული” და  “შედარებით დაბალი ჩინის აგენტები” დაწინაურებისთვის “მაქსიმუმს კადრულობენ”. მათი თქმით, მიუღებელია “გზავნილი” იმის შესახებ, რომ “მხოლოდ რუსეთის აგენტია ცუდი და ამერიკის აგენტი კარგია”. ოთხეული აშშ-ს საელჩოს ისევ  “პოლარიზაციის” გაღრმავებაში, “ხელისუფლების შეცვლასა და “მეორე ფრონტის გახსნის” მცდელობებში ადანაშაულებს.