TV 25 დახურვის საფრთხის წინაშე – კიდევ ერთი კრიტიკული მედია ფინანსურ კრიზისშია. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის განმარტებით, პრობლემები საკანონმდებლო გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. მურთაზ ფრანგულაშვილის თქმით, მათი მთავარი მიზანი ახლა კრიტიკული მედიასაშუალების გადარჩენაა. არხის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორს დახმარებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა ხელისუფლებასთან მსხვილი ბიზნესმენები “კომფორტულად გრძნობენ” თავს, უნდა იცოდნენ, რომ შესაძლოა ვითარება შეიცვალოს და მათაც დასჭირდეთ კრიტიკული მედია.