სახელმწიფო აუდიტის ყოფილ ხელმძღვანელს აშშ-ში პოლიტიკურად დევნილის სტატუსი მიენიჭა | 07.09.2022

სახელმწიფო აუდიტის ყოფილ ხელმძღვანელს  აშშ-ში პოლიტიკურად დევნილის სტატუსი მიენიჭა.  ინფორმაციას ლაშა თორდია საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ ამ სტატუსის მისაღბად  მას 4 წელი დასჭირდა.  ლაშა თორდიამ საქართველო რამდენიმე წლის წინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ დატოვა. 2017 წელს, კლუბ “ელ ცენტროში” თორდიას  თავს ყოფილი გენერალური  პროკურორი,  ოთარ ფარცხალაძე დაესხა.  თუმცა მომხდარში საქალაქო სასამართლოომ  ოთარ ფარცხალაძე უდანაშაულოდ ცნო.