ნონა გაფრინდაშვილსა და “ნეტფლიქსს” შორის დავა შეთანხმებით დასრულდა | 07.09.2022

ნონა გაფრინდაშვილსა და “ნეტფლიქსს” შორის დავა შეთანხმებით დასრულდა. ადვოკატების განცხადებით, მათი კლიენტი კმაყოფილია შედეგით, რომელიც დადგა.”ნეტფლიქსმა” თანხმობა განაცხადა ქართველი მოჭადრაკის სარჩელის მოგვარებაზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფილმ “ლაზიერის გამბიტში”  მას ცილი დასწამეს. როგროც ნონა გაფრინდაშვილი   ამბობდა , მისი მიღწევები შეურაცხყვეს, როდესაც “ნეტფლიქსის” სერიალში არასწორად განაცხადეს, რომ ის “არასდროს შეხვედრია მამაკაც მოთამაშეებს”. ის, ასევ  რუს სპორტსმენად მოიხსენიეს. დღეს   გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა კახა შარაბიძემ, კონფიდენციალურობის დაცვის პირობის გამო,  არ დაასახელა რა პირობებით  შედგა მხარეებს შორის შეთანხმება.ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, მაია მწარიაშვილის თქმით, მედიაციის ყველა დეტალი მკაცრად კონფიდენციალურია.