ევროპის დედაქალაქში ჩასულ საქართველოს პრემიერ მინისტრს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა პირდაპირ უთხრა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მთავარი პასუხიმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება, თუმცა დასავლელი პარტნიორები ყველა პოლიტიკურ პარტიას ერთად მუშაობისკენ და ინკლუზიური პროცესის წარმართვისკენ მოუწოდებენ.
პოლიტიკური კულტურა, ინკლუზიურობა, დემოკრატიის პრინციპები, სამართლის უზენაესობა, მედიის თავისუფლება – ეს არის მთავარი პრინციპები, რომლებიც თანხვედრაში უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებთან და რადგან საქართველომ გადაწყვიტა მიყვეს ევროპულ გზას, მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი განხორციელდეს”. ასეთია ერთ-ერთი მთავარი გზავნილი საქართველო – ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გუშინდელი, მე-7 სხდომიდან. ცნობილია, რომ ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით, 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით. ევროკავშირმასაქართველოს მოუწოდა, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის.