12 787 ინფიცირებული – ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ისევ მზარდია | 06.09.2022

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ისევ მზარდია.   დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ვირუსით საერთო ჯამში  12 787  ადამიანი დაინფიცირდა, 8 პაციენტი კი გარდაიცვალა. შემთხვევების მატების მიზეზად ექიმები  გაზრდილ მობილობას ასახელებენ. არსებული ეპიდვითარების ფონზე, მთავარ რეკომენდაციად კვლავ ვაქცინაცია რჩება.