“ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა მომავალი თაობისათვის, თუ როგორ ვიმოქმედეთ ამ ძალიან საინტერესო დროს” – განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, საერთაშორისო კონფერენციის “დიდება უკრაინას” მონაწილეების მიღებაზე გააკეთა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ორბელიანების საასახლეში სიყტვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, რუსეთის აგრესიასა და ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის ჩართულობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა სტუმრებთან გაიხსენა უკრაინისა და საქართველოს ისტორიებიც და თქვა, რომ ისინი თავიანთი ბედით ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. უკრაინისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქვეყნის პირველმა პირმა განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირის მნიშვნელობაზეც გაამახვილა და თქვა, რომ ახალ პრესპექტივას, რომელიც დღეს უკრაინამ შემოგვთავაზა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ალტერნატივა არ აქვს.