სიძულვილის ენით დაიწყო საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა პარლამენტში | 06.09.2022

საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა   პარლამენტში  ტრადიციულად  სიძულვილის ენით დაიწყო. დეპუტატები დღეს  პოლიტიკას გასცდნენ  და ერთმანეთი  სპორტის  გამოც გააკრიტიკეს. რიტორიკა უცვლელი აქვს ქართული ოცნების თავჯდომარეს. ირაკლი კობახიძემ დღეს “ნაციონალურ მოძრაობა” სპორტმენებზე თავდასხმაში  დაადანაშაულა და თქვა, რომ რადიკალურ ოპოზიციას  აღიზიანებს  ნებისმიერი წარმატება, რომელსაც საქართველო აღწევს. სპორტსმენებზე საუბრისას,  კობახიძეს არ დავიწყებია არც ჟურნალისტების კრიტიკა.

სიძულვილის ენა ისმოდა ოპოზიციისგანაც, რომელმაც ირაკლი კობახიძის შეურაცყოფა  უპასუხოდ არ დატოვა. “ქართული ოცნების” თავჯდომარეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ე.წ გავრილოვის ღამე შეახსენა. ოპონენტებმა თქვეს, ისიც  რომ  “ქართული  ოცნება”  საკუთარ  წარუმატებლობას  სპორტსმენების წარმატებით ფარავს.  ოპონენტების მიერ პარტიის თავჯდომარის  კრიტიკას დეპუტატი ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა, რომლის სამიზნეც დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი გახდა.

დეპუტატები  დღეს 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მოუსმენენ. დღესვე, იგეგმება  ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხიც.  მიმდინარე კვირაში პარლამენტი ომბუდსმენის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტს, ასევე ე.წ.მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის  საკითხს  განიხილავს.