ჩხუბი ევრობასკეტზე ისტორიული გამარჯვების შემდეგ – თურქეთის ნაკრების წარმომადგენლის მტკიცებით, მათ ქართველი მოთამაშეები თავს დაესხნენ. როგორც აცხადებენ, დაპირისპირება გასახდელისკენაც გაგრძელდა. მანამდე კი დაძაბული მატჩის ბოლოს მსაჯთან აგრესიული კამათისთვის მოედნიდან გააძევეს სტუმართა მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი. ქართველმა კალათბურთელებმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი თურქეთი ორი ოვერტაიმის შემდეგ 88:83 დაამარცხეს.საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი 20 ქულითა და 12 მოხსნით სანდრო მამუკელაშვილი იყო.საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 6 სექტემბერს, ბულგარეთთან გამართავს.